23, იანვარი 2020 17:55:00
14 წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშოები ზედამხედველობას დაექვემდებარება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტშია“ აღნიშნული. დოკუმენტი ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებიც, განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოდ გამოყენებისათვის. უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას - ზედამხედველობის ორგანო განახორციელებს, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან