30, იანვარი 2020 21:17:00
ბათუმში, დაზიანებული სტადიონების შესაკეთებლად მიმდინარე წელს 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ ეტაპზე 16 სპორტულ სივრცეს აწესრიგებენ.როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ძირითადად მოედნის ბადეები, კალათბურთის ფარი და ხელოვნური საფარი ზიანდება. სულ ქალაქის მასშტაბით 100 ზე მეტი მოედანია მოწყობილი.