14, თებერვალი 2020 17:56:00
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. ხულოს მუნიციპალიტეტის 13 თემიდან ელექტროენერგიის გარეშე რიყეთისა და დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულებია დარჩენილი. მერიის პრესცენტრის ცნობით, გზების გაწმენდით სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, 24 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. უწყებაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.