24, თებერვალი 2020 17:02:00
მახვილაურში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ. ადგილობრივები ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ისევ ეწინააღმდეგებიან. ორი ოჯახი სახლამდე მისასვლელი გზის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა უწევთ. სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებენ საცხოვრისის დანგრევას მოდებაძეებიც. 5 წევრიანმა ოჯახმა ხელისუფლებას კომპენსაციის მიღების მოთხოვნით წერილობით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. აქციაზე უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა.