24, მარტი 2020 17:23:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. 67 ინფიცირებულიდან 9 გამოჯანმრთელებულია. რაც შეეხება კარანტინის რეჟიმს, ამ ეტაპზე 4 ათას 55 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი იმყოფება.