30, მარტი 2020 11:22:00
საქართველოში კარანტინის რეჟიმში 4972 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 266 მოქალაქე. ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 97 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.