03, აპრილი 2020 17:46:00
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებას ურჩევს. სამსახურის თანამშრომლები, ქალაქის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებიან და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებენ. პარალელურ რეჟიმში მოწმდება ავტომობილებში მგზავრთა გადაყვანის წესები და ქუჩაში მოქალაქეებს შორის დისტანცია. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ხდება საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება.