31, მაისი 2017 17:03:00
სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მხარეებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას და ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ასევე გააქტიურდება კონტროლი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.