29, მაისი 2020 18:30:00
ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს. კანდიდატურას მხარი 18-მა ადამიანმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი წავიდა. როინიშვილი არ უარყოფს, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრებს იცნობს და მათ უმრავლესობასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, თუმცა, "კლანის" წევრობასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია რას გულისხმობენ ამ სიტყვაში. იგი მანამდე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება.