03, ივნისი 2020 17:22:00
ბათუმის იუსტიციის სახლთან კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ახლობლები და ნათესავები მესამე დღეა შიმშილობენ. ოთხმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მოთხოვნა კი კვლავ უცვლელია - კანონიერი ქურდის გათავისუფლება ან საქართველოში ექსტრადირება. ლავასოღლის ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, უწყებიდან კი მოშიმშილეებს არავინ გამოხმაურებია.