04, სექტემბერი 2020 17:53:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 5 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს კი, ზოგან ხანმოკლე წვიმა.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით, 27-32 გრადუსი იქნება, ღამით კი 17-22 გრადუსი.
მაღალ მთაში მოსალოდნელია დღისით 23–28 გრადუსი, ხოლო ღამით10–15 გრადუსი.
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 6 სექტემბერს და ორშაბათს – 7 სექტემბერს, ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა, დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი.