14, სექტემბერი 2020 17:16:00
გარდაბანში, სოფელ თელეთში 15 წლის მოზარდს ეძებენ, რომელიც 3 დღის წინ დაიკარგა. ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.