14, სექტემბერი 2020 21:48:00
გართულებული ეპიდსიტუაცია აჭარაში და ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა. რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 335 კოვიდინფიცირებული გვყავს. აქედან 238 სტაციონარში, 97 საკარნატი სივცრცეში გადის მეთვალყურეობას. თუმცა სტატისტიკა ამ წუთებშიც შესაძლოა შეუიცვალოს იმის პირდაპირპროოპრციულად , თუ რამდენად ვითვალისწინებთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა მაღალმთიან აჭარაში დღეს პირველად დადასტურდა. კოვიდ 19 ხულოს მუნიციპალიტეტში გამოჩნდა. ინფიცირებულია რესურსცენტრის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონს ბათუმში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში კონტაქტი ჰქონდა ასევე ინფიცირებულთან, თუმცა დეტალებზე ოფიციალური კომნეტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
მას შემდეგ, რაც მაღალმთაინ აჭარაში ვირუსი გამოვლინდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხულოს, შუახევისა და ქედის სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდო. მაანმდე მოსწავლეები განათლებას ონლაინ მიიღებებნ.
რაც შეეხება კოვიდ 19-ის გავრცელების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 108 შეადგინა. ინფიცირებულთა შორის არიან პოლიციელები და ექიმებიც.
დღეის მდგომარეობით, აჭარაში 335 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან, ბათუმში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში 238 პირია მოთავსებული. 67 ადამიანს პნევმონია აქვს. ინფიცირებულთაგან ხუთი არასრულწლოვანია. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კი რვა პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება ორსულებს, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში მათ ბათუმის სამშობიარო სახლში მიიღებენ. სამედიცინო დაწესებულება 22 საწოლზეა გათვლილი. ამ დროისთვის აჭარაში შვიდი ორსულია ინფიცირებული.
საჭიროების შემთხვევაში, ბათუმის სამშობიარო სახლში, იზოლირებულად მოწყობილ პალატებში უმკურნალებენ ახალშობილებსაც.