18, სექტემბერი 2020 21:28:00
აჭარის საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილს უფლებამოსილება შუწყდა, თუმცა კადრებისთვის ხელშეკრულების ხელახლა გაფორმება ამ დრომდე არ მომხდარა. ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ პროცესი გამიზნულად ჭიანურდება. ასმათ დიასამიძის თქმით, მმართველ ძალას ამ ხერხით არჩევნებზე მხარდაჭერის მიღება სურს. ოპოზიციის ბრალდებას აჭარის განათლების სამინისტროში არ უპასუხეს.