თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ტრანსგენდერი ქალი გადმოხტა. მიზეზი სავარაუდოდ ძალადობის ფაქტია. ტრანსგენდერი ქალის მეგობრების თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც კორპუსში ქირით ცხოვრობს, მათ მეგობარზე იძალადა შემდეგ კი სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.
ტრანსგენდერი ქალი გვიანობამდე იკითხებოდა პოლიციაში. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.