25, ნოემბერი 2020 17:02:00
ქობულეთის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, საწყის ეტაპზე, 35-მილიონ 116-ათასი ლარით განისაზღვრა. თანხები ძირითადად, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების მიმართულებით გადანაწილდება. გარდა ამისა, ფინანსების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც. გასვლითი სხდომა, პანდემიის გამო, კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდა. სხდომას, ბოიკოტის ნიშნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებოდნენ. უფრო ვრცლად, ბიუჯეტის პარამეტრებს, დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გიამბობთ.