26, ნოემბერი 2020 16:59:00
წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი განიხილა გიორგი გახარიამ ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. იმსჯელეს, რა ტიპის შეზღუდვები იქნება უფრო ეფექტრური იმისთვის, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად, ეფექტური იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრის მონაწილეებს იმ ღონისძიებებზეც ესაუბრა, რომელიც მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად იგეგმება.