27, იანვარი 2021 21:15:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში ხანძარია.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში TV25.GE-ს განუცხადეს, რომ მთის ფერდზე, ცეცხლი გავრცელებულია ეკალ-ბარდზე, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტი მოშორებითაა.
"ადგილზე რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება, კერებთან იმყოფება მეხანძრე-მაშველების 40 კაციანი შემადგენლობა ინდივიდუალური აღჭურვილობით, ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. სიტუაცია კონტროლს ექვედებარება, ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება"- აცხადებენ უწყებაში.