16, აპრილი 2021 17:19:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოქმედი კოვიდ რეგულაციების დარღვევითვის ქვეყანაში 1 615 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის საათს არღვევენ. გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 157 ჯარიმა გამოიწერა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგიწოდებთ, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.