06, მაისი 2021 15:41:00
საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეწყალებულებს შორის 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა, ხოლო 5-ს (მათ შორის ერთი ქალს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.