13, მაისი 2021 17:02:00
2014 წელს, ქუთაისის ციხეში წამებით მოკლული გიგა ფარტენაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა პირმა ციხე ვადაზე ადრე დატოვა. პროკურატურამ, მას საპროცესო გარიგება გაუფორმა. მოკლულის ოჯახი ფაქტს აპროტესტებს და ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებამ, გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიერ სხვადასხვა საქმეზე თანამშრომლობის სანაცვლოდ მიიღო. გიგა ფარტენაძის ძმა, კობა ფარტენაძე, ხელისუფლებას, დანაშაულის წახალისებაში ადანაშაულებს.