26, მაისი 2021 13:32:00
"იძულებული ვარ, მთიელ კაცს, ღირსეულ ხულელს, თორნიკე რიჟვაძე დავუჭირო მხარი",- ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება მერაბ ღორჯომელაძემ და „ევროპული საქართველოდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლა. ღორჯომელაძე ევროპულ საქართველომდე ქართულ ოცნებაში იყო. როგორც ჩანს ოპოზიციაში სამწლიანი თანამშრომლობა მისთვის სარფიანი არ აღმოჩნდა და ისევ მმართველ პარტიაში დაბრუნება გადაწყვიტა. ოცნებას ღორჯომელაძესთან ერთად ნუგზარ სოლომონიძეც შეუერთდა. ეს უკანასკნელი ხულოს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი იყო, მანამდე კი „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენდა. მაღალმთიან აჭარაში საკადრო ცვლილებები ამით არ დასრულებულა. „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ბოლქვაძე გარიცხეს, ამის მიზეზად კი ყოფილი პრემიერის მიმართ დაფიქსირებული სიმპათია გახდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამავე მოტივით გაათავისუფლეს ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიაში დასაქმებული სპეციალისტიც. „ოცნება“,,დაუსრულებელი კოჰაბიტაციის“ მიზეზით დიმიტრი ჭეიშვილმა დატოვა და გახარიას გუნდში გადასვლა დაანონსა. გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემა პოზიციას, რომელსაც ტვ25-ის გუნდთან ერთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე წარმოგიდგენთ. ვიდრე დღის მთავარ თემას სტუმრებთან ერთად შევაფასებთ მანამდე ვნახოთ რეპორტაჟი, რომელიც თეო ფუტკარაძემ მოამზადა.
ქართული პოლიტიკის ჭადრაკი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკოსების პარტიებში გადასვლისა და პოზიციების შეცვლის ტრადიცია არც წელს დაირღვა. პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებულია, მათ შორის აჭარაშიც. საკადრო ცვლილების თემაზე ვსაუბრობთ გადაცემის მეორე ბლოკშიც. სტუდიის სტუმრები არიან: მედეა ვასაძე და გენო თებიძე.