28, მაისი 2021 18:15:00
ახლა კი საქველმოქმედო ინფორმაცია, 22 წლის გიული სურმანიძეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. მან, 11 წლის ასაკში, ავარიის შედეგად, თავის ტვინის ტრავმა მიიღო. ძლიერი დაჭიმულობის გამო უჭირს კვება. ოპერაციისთვის, რომელიც თურქეთში ტარდება, 23 ათასი დოლარია საჭირო. დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა, ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.