02, ივნისი 2021 11:56:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოტყუებით ფული მოსთხოვა.უწყების ინფორმაციით, პოლიციელი დაკავებულია და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია "თაღლითური გზით დაუფლებული თანხა".
"დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთს მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა ფული.
თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს", - წერს შსს.