2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან იწყება, აბიტურიენტების და მაგისტრობის მსურველების გარდა, შესაბამის გამოცდას პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველებიც ჩააბარებენ. წელს, პირველად გამოცდა სპეცმასწავლებლებისთვისაც ჩატარდება.შ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტები 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე კონკრეტული აბიტურიენტის გამოცდის თარიღი და დრო იქნება მითითებულირებით, აბიტურიენტებს შევახსენებ, რომ ეს არის უკვე კონკრეტულად მათი განრიგი, რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ დღეს და რომელ საათზე იქნებიან. 20 ივნისის შემდეგ უნდა შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე, სადაც დარეგისტრირდნენ და ამ დროისთვის საგამოცდო ბარათები უკვე ხელმისაწვდომი იქნება. უნდა ამობეჭდონ და ამ ბარათთან და პირადობის მოწმობასთან ერთად გამოცხადდნენ გამოცდაზე“, – განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.
სოფო გორგოძის თქმით, ამ ეტაპზე აბიტურიენტების ყველაზე მეტი კითხვა საგამოცდო პროგრამების ცვლილების ვადებს ეხება და მათ ურჩევს, რომ ჩამონათვალში მაქსიმალურად ბევრი პროგრამა მიუთითონ.
„ამჟამად აბიტურიენტებისგან ყველაზე აქტუალური კითხვაა- როდემდე შემიძლია ვცვალო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი? ვურჩევ, რომ თუ ცოტა პროგრამა აქვთ არჩეული, აირჩიონ ბევრი, ამის შესაძლებლობა არ ეზღუდებათ. მათ პროგრამების გადანაცვლებისთვის მთელი ივლისი აქვთ. როდესაც აბიტურიენტებს უკვე ეცოდინებათ თავიანთი ქულები, შემდეგ იწყება აპელაციის პროცესი, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მეორე დღის 6 საათამდეც კი შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ. ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან როდესაც აბიტურიენტებმა თავიანთი ქულები იციან, თავიანთი შანსებიც უკეთ იციან. კონკურსიც შეუძლიათ ნახონ და თუ დაინახავენ, რომ აქვთ მაღალი ქულები, მაგრამ კონკურსი ძალიან დიდია, შეუძლიათ გადანაცვლება მოახდინონ“, – ამბობს სოფიო გორგოძე.