25, ივნისი 2021 17:30:00
„მწვანე უბნები ბათუმს“ - ამ სახელწოდებით, საინიცივატივო ჯგუფმა პეტიცია დაარეგისტრირა. მიზანი, ბათუმში, 14 უბანში არსებულ სკვერსა და პარკზე, სახელწოდების მინიჭება და შესაბამისად კეთილმოწყობაა. პეტიციით წარდგენილი სივრცეები, სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ერთი თვის განმავლობაში, ონლაინ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ და ხელი მოაწერონ პეტიციას. საჭიროა 750 ხელმოწერა.