02, ივლისი 2021 17:55:00
ბათუმთან ერთად ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოც შეიქმნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, პროექტში ჩართულ გიდებთან და დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. წიგნში 5 დამუშავებული ტური შევა, სადაც ქალაქთან ერთად ქობულეთის საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები და ადგილები აისახება. სახელმძღვანელო სამენოვანი იქნება.