22, ივლისი 2021 17:08:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის პროკურატურას და აუდიტის სამსახურს მიმართავს. რეზო ხარაზის თქმით, სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის მოწყობისთვის, 59 მილიონი ევროა გამოყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯერ არ გამოვლენილა, ხარაზი ირწმუნება, რომ სატენდერო პირობებს შპს „გზა“ მოირგებს. მმართველი გუნდის ოპონენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ 11 მილიონი უკვე დახარჯა, თუმცა ისევ იმ სოფლებზე, რომლებიც წლების წინ მოაწესრიგეს. ენმ საგამოძიებო უწყებებს საკითხით დროული დაინტერესებისკენ მოუწოდებს.