30, ივლისი 2021 17:46:00
ჰომოფობიური და ძალადობრივი პლატფორმის მქონე ტელეკომპანია "ალტ ინფოს" სამართალდარღვევა დაუდგინდა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ეთერში გასული უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, მაუწყებელი კანონდამრღვევად სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად, კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისის გადაცემებს, სადაც როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მხრიდან გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკა და უხამსობის ტირაჟირება ხდებოდა.