21, აგვისტო 2021 10:32:00
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დღიდან კოვიდ19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 211 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
მათივე სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსს დღემდე მსოფლიოში 4.4 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უხილავი მტერი დაამარცხა 189.3 მილიონმა ინფიცირებულმა.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 17.8 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 38.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.3 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.