29, აგვისტო 2021 12:43:00
გასულ დღე-ღამეში, აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, ბოლო 24 საათში, უხილავმა მტერმა კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ეტაპზე, აჭარაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებაში 1 011 პაციენტი მკურნალობს. მათგან 40 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ამასთან, რეგიონში, საერთო ჯამში, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა 137 870 პირმა ჩაიტარა, ხოლო ვაქცინის ორი დოზით 42 687 ადამიანია აცრილი.