01, სექტემბერი 2021 11:23:00
მსოფლიოში, კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.
პლატფორმის სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსს, დღემდე, მსოფლიოში, 4.5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 195 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 40.1 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.8 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.