23, სექტემბერი 2021 13:29:00
„ლელო საქართველოსთვის“, „ქართულ ოცნებას“, აგრესიულ ნარკოპოლიტიკაში ადანაშაულებს. პარტიული სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში ირწმუნება, რომ ხელისუფლება ახალგაზრდებს ნარკოდანაშაულისთვის აკავებს, შემდეგ კი მათ ოჯახის წევრებს გათავისუფლების სანაცვლოდ, მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობას აიძულებს. ირაკლი კუპრაძის განმარტებით, გარდა გათავისუფლებისა, „ოცნება“ მათ სხვადასხვა სახის ჯარიმის ანულირებასაც ჰპირდება. ოპონენტი, დაზარალებულთა უსაფრთხოებისთვის კონკრეტულ ადამიანებს არ ასახელებს, თუმცა ახლობლებს მოუწოდებს, რომ არსებულ მდგომარეობაზე ხმამაღლა ისაუბრონ.