04, ოქტომბერი 2021 14:30:00
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის 76-ე საარჩევნო უბანზე. შესვლას, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ცდილობდა, თუმცა მას წინააღმდეგობას ცეკო-ს წარმომადგენლები და პოლიცილები უწევდნენ. ნუკრი ჯინჭარაძე ამტკიცებდა, რომ მას უბანზე შესვლის უფლებას მიზანმიმართულად არ აძლევდნენ, რადგან ეს მმართველი გუნდის ინტერესი იყო. ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით ბაციკაძე, რომელიც კონფლიქტში ჩაერთო. საბოლოოდ, ჯინჭარაძე შეუშვეს. ბათუმის 76-ე საარჩევნო უბანზე, ხმები დღეს კიდევ ერთხელ უნდა გადაითვალონ. ეს ერთ-ერთი უბანია იმ ხუთს შორის, რომელიც, ახალი კანონმდებლობით, ცესკომ საჩივრების არარსებობის მიუხედავად მაინც უნდა გადაითვალოს.