03, ნოემბერი 2021 13:55:00
ოქტომბერში, სასურსათო პროდუქტებიდან, ყველაზე მეტად ბოსტნეული გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში, 43 პროცენტით ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე გაიზარდა. 18 მთელი 4 პროცენტით გაძვირდა უალკოჰოლო სასმელები, 31 მთელი 6 პროცენტით ზეთი, 19 მთელი 4 პროცენტით კი, პური და პურპროდუქტები. ათიდან 20 პროცენტამდე მოიმატა რძის, ყველის, კვერცხის, შაქარის, ტკბილეულის, თევზეულის, ხორცის, ყავის, ჩაის და კაკაოს ფასებმაც.