08, ნოემბერი 2021 10:20:00
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დღეს, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას აანონსებს.
ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ხოლო მმართველმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანა.
"მინდა მოგმართოთ ქართველ პატრიოტებს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივრებს! ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება!
დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე - დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი, ვხედავთ, ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება!
ყველანი, თავისუფლების მოედანზე! 8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან დავიწყოთ!, - თქვა ნიკა მელიამ.