08, ნოემბერი 2021 14:32:00
თბილისი-დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მგზავრები გადაყავდა. სემთხვევა გუშინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა გახდა.
სამარშრუტო მიკროავტობუსის შეჩერება ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა. ტრანსპორტში 10-მდე მგზავრი იმყოფებოდა. შედეგად, არავინ დაშავებულა.
მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
წყარო: rustavi2.ge