16, ნოემბერი 2021 13:32:00
მშობიარობის შემდეგ, COVID ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ქუთაისში მოხდა.
43 წლის ქალი კლინიკაში კორონავირუსის გართულებული ფორმით მოათავსეს. იგი სკოლის პედაგოგი იყო.
ორსულს საკეისრო კვეთა, რამდენიმე დღის წინ, ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქალი კორონავირუსით, მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაინფიცირდა, რის გამოც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.