24, ნოემბერი 2021 14:17:00
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა ის დაწესებულებები ჩამოთვალა, სადაც პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის გარეშე ვეღარ შეხვალთ:
"სად გვჭირდება მწვანე პასპორტის წარდგენა - ეს არის: რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა-ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და ასევე, სამთო კურორტების საბაგიროები,"- თქვა გიორგი ღიბრაძემ.