28, იანვარი 2017 11:24:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპოლიციო კონტროლი განახორციელა. 26-27 იანვარს, შემოწმების დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების - 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის 15, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის – 3, ძალადობის 1 და ქურდობის– 5 ფაქტი. პოლიციამ ასევე, შემოწმებისას 2 ძებნილი პირი დააკავა. დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევაც. საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.