ოთხშაბათი 13, დეკემბერი 2017

საზღვარზე იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

06, დეკემბერი 2017 17:05:00

იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყების  ცნობით,  დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის გამოყენებით, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე 129 ერთეული პნევმატური პისტოლეტი შემოიტანა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.

ავტორი(ები)

158