19, თებერვალი 2017 20:17:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის დელეგაცია ეწვია. შეხვედრაზე შალვა ხუციშვილი სტუმრებს მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე ესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა სააგენტო დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრისას, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და მართვის მოწმობის გაცემის საკითხებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს და ტესტირების თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს.