26, თებერვალი 2017 20:34:00
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავსტრიელი ექსპერტების მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სწავლების მეორე ეტაპი გაიარეს. სწავლების მიზანია სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და გამოცდილების გაღრმავება. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სხვადასხვა დანიშნულების სამთო-სათხილამურო აღჭურვილობა საჩუქრად გადასცეს.