19, დეკემბერი 2018 14:06:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ჭავჭავაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის მეათე პუნქტით მიმდინარეობს, რაც 250 ლარის ოდენობით ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.