11, იანვარი 2019 16:34:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.
ბათუმში - 13:00-დან 16:00 საათამდე ანგისის,აეროპორტისა და კახაბრის დასახლებების ნაწილს.
ქობულეთში - 10:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ალამბარს, აჭყვისთავს, საჩინოს, ხუცუბანსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.