14, თებერვალი 2019 14:25:00
ახალგაზრდა კაცი დაზიანდა ავარიის შედეგად. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოპედი ავტომანქანას დაეჯახა. მოპედის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.