29, მარტი 2019 10:51:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.
ბათუმში - 11:00-დან 19:00 საათამდე პუშკინის,გრიბოედოვის,ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ლეღვას,მუხაესტატეს,ციხისძირს,ბუკნარსა და მიმდებარე სოფლებს.ქ.ქობულეთში დ.აღმაშენებელის,რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებს.ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
ქედაში - 10:00-დან 19:00 საათამდე სოფლებს: დოლოგანს,ჭალახმელასა და ჭინკაძეებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.