16, მაისი 2019 10:32:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.
ბათუმში - 11:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით, ქუჩებს: ზ.გორგილაძის,რუსთაველის,პუშკინის,აბუსერიძის,ს,ხიმშიაშვილის,ჭავჭავაძის,ჯავახიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით, სოფლებს: მარადიდს,კირნათს,ახალსოფელს,მირვეთსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე გონიოს,კვარიათისა და მეჯინისწყლის დასახლებების ნაწილს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით, სოფლებს: ჩაქვისთავს,ხალას,ალამბარს,ოჩხამურსა და მიმდებარე სოფლებს.ქ.ქობულეთში რუსთაველის,დ.აღმაშენებელის, ჯინჭარაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ქედაში - 11:00-დან 13:00 საათამდე სოფლებს: ახოს,ცხმორისს,კოკოტაურსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში - 10:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით, სოფლებს: ნენიას,ბუთურაულს,მახალაკიძეებს,ოლადაურსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 10:30-დან 20:00 საათამდე სოფლებს: თხილვანას,სკვანას,ბაკოს,ვაშლოვანსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.