16, მაისი 2019 18:45:00
ბათუმში ათი წლის ბავშვს პოლიციის მანქანა დაეჯახა. დაზარალებული დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა აღძრული.