17, მაისი 2019 10:49:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით, სოფლებს: ქაქუთს,კვირიკეს,სამებას,სახალვაშოსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
ქედაში - 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ხარაულას,გოგიაშვილებს,არძენაძეებსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში - 15:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: შუბანს,კობალტას,ტბეთსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.